top of page
arkadelli_realistic_photo_of_people_lying_on_the_bright_green_g_8cbf731e-a7d6-4966-bdcb-fa

ჰოლოტროპული თერაპია ლევან რამიშვილთან ერთად

მომავალი ტური

  • ჰოლისტური სუნთქვითი თერაპიის ტური ლევან რამიშვილთან ერთად
    ჰოლისტური სუნთქვითი თერაპიის ტური ლევან რამიშვილთან ერთად
    პარ, 19 იან
    ბაკურიანი
    19 იან. 2024, 07:00 – 22 იან. 2024, 18:00
    ბაკურიანი
    19 იან. 2024, 07:00 – 22 იან. 2024, 18:00
    ბაკურიანი
    შემოგვიერთდი ამ საოცარ მოგზაურობაში. დაჯავშნე ჰოლისტური სუნთქვითი თერაპიის ტური.

რას ამბობენ ჩვენი ტურის მონაწილეები

 საოცარი მოგზაურობა და ენით აღუწერელი შეგრძნებები!.. ამ შთაბეჭდილებებმა ბედნიერებით გამჟღინთა! მადლობა ლევანს ამ პროცესისთვის!

ნინო სადღობელაშვილი

საოცრად დასვენებული, დამშვიდებული გამოვედი პროცესიდან. ვინც საკუთარი თავის უკეთ გაცნობით ხართ დაინტერესებული, საინტერესო გამოცდილება იქნება თქვენთვისაც.

თითქოს გამომცვალეს... ვგრძნობ, რომ ჯანმრთელობა გამიუმჯობესდა... უღრმესი მადლობა ლევან ყველაფრისთვის! რეკომენდაციას ვუწევ. არის უსაფრთხო, საინტერესო და ძალიან სასარგებლო.

გიორგი ლალიაშვილი

თინათინ ბასილია

ერ წარმომედგინა თუ შესაძლებელი იყო ერთ საათში ჩატეულიყო ამდენი ემოცია, გაცნობიერება, პასუხები...

დიდი მადლობა ფასილიტატორებს, ძალიან დამეხმარნენ ამ ყველაფერში!

ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ვგრძნობ შინაგანად ენერგიის მოზღვავებას. გუშინვე გავაცნობიერე და შევძელი გადამელახა ის, რაც დიდი ხანია მტანჯავდა.

შემდეგ სეანსს აუცილებლად დავესწრები!

შედეგმა ყოველნაირ მოლოდინს გადააჭარბა! ყველა კითხვას გაეცა პასუხი. დიდი მადლობა ლევანს ამ მართლაც ფანტასტიკური მოგზაურობისთვის! ყველას გირჩევთ!

ზაზა სარალიძე

ზიზი გელენიძე

ნინა ვასაძე

  • შეიძლება თუ არა ჰოლოტროპული თერაპიის ჩატარება, თუკი ფსიქოტროპულ საშუალებებს ვიღებ?
    დიახ, შეიძლება. ჩვენი გუნდი ინდივიდუალურად მუშაობს ყველა კლიენტთან იმაზე, რომ მათ შეძლონ ფსიქოტროპული საშუალებების გარეშე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაბრუნება და სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრების გაგრძელება.
  • შეიძლება თუ არა გამირთულდეს მდგომარეობა?
    ზოგადად ნამდვილი განკურნება, როგორც წესი, გამწვავების სტადიის გავლის შემდეგ მოდის, ამიტომ ჰოლოტროპული თერაპიის დროსაც შეიძლება მოხდეს საერთო მდგომარეობის დროებითი გაუარესება, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება, მაგრამ თუკი მაინც ხდება, ხანმოკლე ხასიათისაა და არ წარმოადგენს არავითარ საშიშროებას. ჩვენი გუნდი ყოველმხრივ მომზადებულია პროფესიულ დონეზე ასეთ იშვიათ შემთხვევებთან გასამკლავებლად.
  • რამდენი სეანსი დამჭირდება?
    ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, რადგან მეტისმეტად ბევრ რამეზეა დამოკიდებული - თქვენი პრობლემის სიღრმესა და ბუნებაზე, თქვენს საერთო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და თქვენი ფსიქიკის თავისებურებებზე/მიდრეკილებებზე, თქვენს ასაკზე, ზოგად ჯანმრთელობაზე ჯანმრთელობაზე და ა.შ. ზოგადად ჰოლოტროპული თერაპია გაცილებით სწრაფი მეთოდია სხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებთან შედარებით, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი საუბარია თვეებზე და არა წლებზე.
  • როგორ ტარდება ჰოლოტროპული თერაპია?
    ჰოლოტროპული თერაპიის სტანდარტული დღე გულისხმობს მართულ მედიტაციას, ჰოლოტროპულ სუნთქვას, არტ-თერაპიასა და ინტეგრაციულ სამუშაოს. ასევე, ჩვენი ტურების მონაწილეებს ჩვენ ბონუსად ვთავაზობთ სხვა და სხვა ფსიქო-ფიზიკურ და სულიერ პრაქტიკებს. ერთი ტური გულისხმობს მუნიმუმ სამ სტანდარტულ სეანსს. სუნთქვითი პრაქტიკა გრძელდება მინიმუმ 3 საათს. სრული თერაპიული დღე დაახლოებით 7-8 საათს მოიცავს.
  • რამდენად მყარია ჰოლოტროპული თერაპიის შედეგი?
    პროცესის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ჰოლოტროპული თერაპიის შედეგები არ ატარებს დროებით ხასიათს, იმის გამო, რომ იკურნება პრობლემის მიზეზი, ანუ პიველწყარო, ამ მეთოდის შედეგები მაქსიმალურად მყარია.
  • დავკარგავ თუ არა გონებას?
    ჰოლოტროპული თერაპიის პროცესში ადამიანი არც ერთი წამით არ კარგავს გონებასა და საღ აზრს. მართალია, თერაპიის დროს ხშირად გვხვდება ხილვები (ე.წ. „ვიზუალები“), ასევე აუდიალური ეფექტებისა თუ კინეტიკური შეგრძნებების გაძლიერება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება საღ გონებაზე, მის პარალელურად, და არასოდეს - მისგან მოწყვეტის ხარჯზე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არსად არ „მივფრინავთ“, ამიტომ ვერც ვერსად დავიკარგებით ან „ჩავრჩებით“.
  • რისგან შედგება ჰოლოტროპული თერაპიის პროცესი?
    ჰოლოტროპული თერაპიის პროცესი შედგება სამი ეტაპისაგან: 1. ინტენსიური სუნთქვა. სუნთქვა მიმდინარეობს ტრანსული მუსიკის ქვეშ. სუნთქვის დროს ხდება ტვინისა და მთელი ორგანიზმის ჰიპერვენტილაცია, რაც იწვევს ადამიანის ტრავმატული ქვეცნობიერი შინაარსებისა და სხვადასხვა გამოცდილებების (წინა ცხოვრების, წინაპრების ცხოვრების, სხვადასხვა მცენარედ, ცხოველად, კოსმიურ სულად ყოფნის და სხვ.) ცნობიერ დონეზე ამოწევას; პროცესი აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. 2. ხატვა. ეს პროცესი ხელს უწყობს ამოწეული შინაარსის გახსენება-გააზრებას; 3. განხილვა. ამ დროს ხდება ამოწეული შინაარსის ინტეგრაცია, რათა გამყარდეს თერაპიული შედეგი.
  • მიშველის თუ არა ჰოლოტროპული თერაპია?
    შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევაში ჰოლოტროპული თერაპია შედეგიანია, თუკი ადამიანი ბოლომდე მიჰყვება და ნაადრევად არ შეწყვეტს პროცესს, ანუ სეანსებში მონაწილეობას.
  • არის თუ არა ჰოლოტროპული თერაპია უსაფრთხო?
    მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოტროპული თერაპია დღესდღეობით ყველაზე ღრმა და შედეგიანი ფსიქოთერაპიული მეთოდია, იგი ამავდროულად ყველაზე უსაფრთხო თერაპიაც გახლავთ. მეგობართან საუბარი ჰოლოტროპულ თერაპიაზე გაცილებით უფრო საშიშია, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ მეგობარმა ცუდი რამე გითხრათ, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს ფსიქოლოგირ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე... ჰოლოტროპული თერაპია აბსოლუტურად ეკოლოგიური მეთოდია, რადგან მისი მსვლელობისას თქვენს გრძნობებში, თქვენს შინაგან სამყაროში არავინ ერევა. ჰოლოტროპულ სეანსზე არავინ გაძლევთ მითითებებს, რეკომენდაციებს, მიმართულებებსა თუ ბრძანებებს. ჰოლოტროპული თერაპიის დროს ჩვენ უბრალოდ ვქმნით იდეალურ პირობებსა და შესაძლებლობას იმისათვის, რომ ადამიანმა დაამყაროს ღრმა კავშირი საკუთარ ქვეცნობიერთან (უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით - ღრმა ცნობიერებასთან). ასეთი კავშირის დამყარებისას, როგორც წესი, თავისთავად ირთვება ღრმა სულიერი პროცესი, რომელიც კათარზისითა და სულიერი (ფსიქოლოგიური) პრობლემისაგან განთავისუფლებით სრულდება. ამ პროცესს სტანისლავ გროფმა „შინაგანი მკურნალის“ მოქმედება უწოდა. იმის გამო, რომ „შინაგან მკურნალს“, ნებისმიერი სახის ფსიქოლოგებისაგან, ფსიქიატრებისაგან, მედიკოსებისაგან და მკურნალებისაგან განსხვავებით, აქვს სრული ინფორმაცია ჩვენსა და სამყაროს შესახებ, იგი არასოდეს უშვებს შეცდომას. სწორედ ამის გამო არის ჰოლოტროპული თერაპია ყველაზე უსაფრთხო მეთოდი დედამიწაზე, რაც მეცნიერულად არის დადასტურებული სტანისლავ გროფისა და სხვა მეცნიერთა მიერ. ხუთ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს თერაპია გაიარა რამოდენიმე მილიონზე მეტმა ადამიანმა, მაგრამ ჯერ არ დაფიქსირებულა არცერთი ტრაგიკული შემთხვევა, ან ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება. მეტიც - უმრავლეს შემთხვევაში ამ თერაპიის შედეგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის მკვეთრი გაუმჯობესებაა.
  • რას მომცემს ჰოლოტროპული თერაპია?
    ჰოლოტროპული თერაპია ადამიანს საშუალებას აძლევს, განთავისუფლდეს ბავშვობის ტრავმების (მათ შორის ყველაზე მძიმე ტრავმების) და ყველანაირი მტანჯველი ქვეცნობიერი შინაარსებისაგან, რაც თავის მხრივ აუცილებელია სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერების მოპოვებისათვის, ასევე ცხოვრებაში წარმატების მიღწევისათვის). ეს პროცესი ასევე ათავისუფლებს ადამიანის სხეულს მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი სპაზმებისა და ენერგეტიკული ბლოკებისან, ახდენს ფიზიკურ დონეზე გამოუვლენელი ფსიქო-სომატური დაავადებების პრევენციას, ხშირად კურნავს უკვე არსებულ დაავადებებს. ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით ადამიანი თავს აღწევს სტრესების დამანგრეველ შედეგებს და მოიპოვებს სიმსუბუქესა და მთლიანობას, იბრუნებს დაკარგულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
  • აქვს თუ არა ჰოლოტროპული თერაპიას უკუჩვენება?
    დიახ, აქვს. ეპილეფსიის, გულ-სისხლ-ძარღვთა სერიოზული დაავადებებისა და აქტიური ფსიქოზური მდგომარეობების შემთხვევაში ჰოლოტროპული თერაპიის ჩატარება არ შეიძლება.
  • ვისთვის არის ჰოლოტროპული თერაპია?
    ყველასთვის, ვისაც რაიმე აწუხებს, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ჩივილი. ასევე იმათთვის, ვინც დაინტერესებულია საკუთარი თავის შეცნობით, სულიერი ზრდითა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებით.
  • რა არის ჰოლოტროპული თერაპია?
    ჰოლოტროპული თერაპია არის უძლიერესი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, რომელიც ემყარება სუნთქვის მეთოდს, რომელიც შეიმუშავა თანამედროვე ფსიქოლოგიის კლასიკოსმა, ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის დამაარსებელმა, სტანისლავ გროფმა.
  • სად ტარდება ჰოლოტროპული თერაპია?
    ჰოლოტროპული თერაპია აუცილებლად გულისხმობს დაბინძურებული ჰაერიდან, ანუ ქალაქიდან მოშორებით, ბუნებით გარშემორტმულ, მშვიდსა და სასიამოვნო გარემოში გასვლას. ამიტომაც ჩვენ ვატარებთ მხოლოდ გასვლით (3, 4 და მეტ დღიან) ტურებს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში, მაღალი დონის, კომფორტულ სასტუმროებში. ჩვენ ასევე ვატარებთ გასვლით 10 დღიან ტურებს საზღვარგარეთის ქვეყნებში. მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ დავიცვათ ჰოლოტროპული თერაპიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - სწორი ატმოსფერო და განწყობა (Set and Setting), რაც, თავად სტანისლავ გროფის თქმით, თვით სუნთქვაზე უფრო მნიშვნელოვანია.
  • აქვს თუ არა ჰოლოტროპულ თერაპიას გვერდითი მოვლენები?
    ჰოლოტროპულ თერაპიას გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.
  • როგორ მუშაობს ჰოლოტროპული თერაპია?
    ჰოლოტროპული თერაპია ეფექტურად კურნავს ნებისმიერი სიმძიმის ფსიქოლოგიურ დაავადებებს: დეპრესიას, შფოთვებს, პანიკურ შეტევებს, ფობიებს, ასევე სხვა და სხვა სახის ფსიქიურ აშლილობებსა და ფსიქო-სომატურ სნეულებებს. სასურველი შედეგი დგება თავად დაავადებათა მიზეზის - ჩვენი საბაზისო ფსიქო-ემოციური მდგომარეობების განკურნების შედეგად, ამიტომ ამ მეთოდის მეშვეობით არცერთი დაავადების განკურნება არ არის გამორიცხული. გარდა საბაზისო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობებზე სასიკეთო ზემოქმედებისა, ჰოლოტროპული თერაპია ასევე უშუალოდ ზემოქმედებს ჩვენს სხეულზე. ამ სუნთქვითი პრაქტიკის დროს ორგანიზმში ხდება ჰიპერვენტილაცია, და ასევე, პროცესის გარკვეულ ეტაპებზე ნახშიროჟანგის მოზღვავება. ეს თავის მხრივ იწვევს ჩვენს უჯრედებში 70-მდე დასახელების ფერმენტების გააქტიურებას, რაც იწვევს უჯრედების სწრაფ აღდგენასა და განკურნებას. ჰოლოტროპული თერაპიის „ბონუსი“ გახლავთ ის, რომ იგი ეფექტურად ხსნის ჩვენს სხეულში (უმთავრესად კუნთოვან სისტემაში) დაგროვილ დაძაბულობას, შებოჭილობას, სპაზმებს, ე.წ. ენერგეტიკულ „ბლოკებს“ და სხვა. ჰოლოტროპული თერაპია ამ მხრივ ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე დღეს მომრავლებული სხეულზე ორიენტირებული თერაპიები.
  • რას კურნავს ჰოლოტროპული თერაპია?
    ჰოლოტროპული თერაპია უმთავრესად ორიენტირებულია ფსიქოლოგიური პრობლემების (შფოთვა, ფობიები, პანიკური შეტევები და ნებისმიერი სახისა თუ სიღრმის დეპრესია) მოგვარებაზე. იგი ასევე დიდ შედეგებს იძლევა სხვა და სხვა დამოკიდებულებების (ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, გემბლინგი და სხვა) შემთხვევაშიც. ასევე ხშირია ფსიქიური აშლილობისა და სხვა და სხვა სახის ფიზიკურ დაავადებათა განკურნების შემთხვევებიც.
  • რისთვისაა სასარგებლო ჰოლოტროპული თერაპია?
    ადამიანი რთული აგებულების მქონე ქმნილებაა. იგი, როგორც რთული სისტემა, სხვა და სხვა სისტემებისაგან (ფსიქიკა, ტვინი, ნერვული სისტემა, გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემა, ენდოკრინული სისტემა, იმუნური სისტემა და სხვ.) შედგება. ჰოლოტროპული თერაპია ზემოქმედებს არა რომელიმე კონკრეტულ ორგანოზე ან ან ქვე-სისტემაზე, არამედ უშუალოდ იმაზე, რაც ყველა ამ ქვე-სისტემის ფუნდამენტსწარმოადგენს, რაზეც დგას მთლიანად სისტემა, სახელად ადამიანი - ჩვენს საბაზისო ფსიქო ემოციურ მდგომარეობებზე. ჩვენი საბაზისო ფსიქო-ემოციური მდგომარეობები განსაზღვრავს ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამების შინაარსს. ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამები უშუალოდ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას - გვკარნახობს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს, გვიყალიბებს გუნება-განწყობას, ურთიერთობების ხარისხსა და შინაარსს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში დამოკიდებულია ჩვენს ქვეცნობიერ პროგრამებზე, ისინი კი თავის მხრივ განისაზღვრება ჩვენი საბაზისო ფსიქო-ემოციური მდგომარეობებით (ნდობა/უნდობლობა სამყაროს მიმართ, დაცულობის/დაუცველობის განცდა, ერთობის/მარტოობის განცდა, განცდა, რომ სამყაროს უყვარხარ/არ უყვარხარ და ა.შ.) იმის გამო, რომ ჰოლოტროპული თერაპია სასიკეთოდ ზემოქმედებს უშუალოდ ჩვენს საბაზისო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობებზე, იგი სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი.
bottom of page